ისტორიაში პირველად - ღამის ჩოგბურთის ფესტივალი საქართველოში #1TVSPORT
ისტორიაში პირველად - ღამის ჩოგბურთის ფესტივალი საქართველოში #1TVSPORT

ისტორიაში პირველად, საქართველოში ღამის ჩოგბურთის ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიებას კაჭრეთის ამბასადორმა უმასპინძლა. ღამის ჩოგბურთის ფესტივალზე, მოყვარულმა ჩოგბურთელებმა სპეციალური აღჭურვილობით იასპარეზეს, კორტის ხაზები კი ნეონის განათებებით აღიჭურვა.

მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა მოყვარულმა, რომლებმაც შერეულ წყვილთა თანრიგში, „ა“ და „ბ“ კატეგორიებში ითამაშეს. საჩოგბურთო კლუბ „ეისის“ და სპორტის ტურიზმის და ახალგარზდობის საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებული შეჯიბრება  პირველი იყო საქართველოში და წლის ბოლომდე კიდევ ერთი ასეთი ღონისძიება იგეგმება.