ისრაელში კონცერტი „მოსწავლე და მასწავლებელი“ გაიმართება, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნება
ისრაელში კონცერტი „მოსწავლე და მასწავლებელი“ გაიმართება, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მიეძღვნება

26 მაისს ისრაელის ქალაქ ჰაშარონის M-Music Hall-ში კონცერტი „მოსწავლე და მასწავლებელი“ შედგება, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.

საღამოს წარადგენენ არტისტები ალექსანდრე ჯულაყიძე და ვადიმ მონასტირსკი.

პროგრამაშია:
I განყოფილება – ალექსანდრე ჯულაყიძე
რ. შუმანი – ტოკატა (op. 7)
ფ. შოპენი – ფანტაზია (op. 49)
ი. ბრამსი – ბალადა N. 4 (op. 10)
ფ. ლისტი – ესპანური რაფსოდია

II განყოფილება – ვადიმ მონასტირსკი
ფ. შუბერტი – მუსიკალური მომენტები (D780)
ფ. ლისტი – პეტრარკას სონეტი N104
ფ. ლისტი – პეტრარკას სონეტი N103
ფ. ლისტი – უნგრული რაფსოდია N. 12

ალექსანდრე ჯულაყიძე და ვადიმ მონასტირსკი 2016 წელს Weimar International Piano Masterclasses-ზე შეხვდნენ ერთმანეთს. პროფესორმა ახალგაზრდა პიანისტი 2017 წლის ივლისში პეტერბურგში გამართულ ფესტივალზე Whit Nights International Piano Music Festival-ზე მიიწვია, სადაც ალექსანდრემ III პრემია და ლაურეატის წოდება მიიღო და გადაწყვიტა, იერუსალიმის მუსიკისა და ცეკვის აკადემიაში ჩაებარებინა.

ახალგაზრდა ქართველი პიანისტი 2018 წლის თებერვლიდან იერუსალიმის მუსიკისა და ცეკვის აკადემიაში პროფესორ ვადიმ მონასტირსკის კლასში ირიცხება.