ანდრეი კისკა - ჩვენ ვართ თქვენ გვერდით და თქვენთან ერთად ვიბრძვით 
ანდრეი კისკა - ჩვენ ვართ თქვენ გვერდით და თქვენთან ერთად ვიბრძვით 

ჩემთვის დიდი პატივია თქვენ შორის ყოფნა დღეისთვის, დიდი პატივია, რომ თქვენ დგახართ ამაყად ევროპელი ქვეყნების გვერდით, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც ანდრეი კისკამ აღნიშნა, ქართველები შრომისმოყვარე და მებრძოლი ადამიანები არიან.

„თქვენ ხართ შრომისმოყვარე ადამიანები, მებრძოლი და არასოდეს წუწუნებთ. თქვენ ხართ ძალიან მამაცი და მოთმინების მქონე ადამიანები. ჩვენ მეგობრები ვართ, ყველანი ერთად ვართ ევროპაში და დარწმუნებული იყავით, რომ ევროკავშირის ოჯახში ძალიან დიდ ადგილს ვანიჭებთ საქართველოს. თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ, თქვენ გვერდით ვართ და თქვენთან ერთად ვიბრძვით. გაუმარჯოს საქართველოს და კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.