ჟან-კლოდ იუნკერი - საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩემს გულთან, ასევე ევროპელების და ევროპის გულთან
ჟან-კლოდ იუნკერი - საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩემს გულთან, ასევე ევროპელების და ევროპის გულთან

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩემს გულთან ასევე ევროპელების და ევროპის გულთან. ჩვენ ვართ მეგობრები და პარტნიორები. ჩვენ ვართ დაკავშირებული ისტორიულად და ასევე გეოგრაფიულად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა​ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც იუნკერმა აღნიშნა, მოხარულია, რომ საქართველოშია და ქვეყნისთვის ღირსშესანიშნავ თარიღს აღნიშნავს.

„ჩვენ უკვე დიდი ხანია, რაც ერთად მოვდივართ და ვართ მეგობრები. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩემს გულთან, ასევე ევროპელებისა და ევროპის გულთან. ჩვენ ვართ მეგობრები და პარტნიორები. ჩვენ ვართ დაკავშირებული ისტორიულად და ასევე გეოგრაფიულად. ევროკავშირი მოხარულია, რომ  დაეხმაროს საქართველოს და ძალიან მოხარული ვარ, გამოვაცხადო დღეს, რომ კიდევ 40 მილიონის ფონდები ჩავდეთ ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობაში. ეს არის 597 მილიონი, რაც საქართველოსთვის დახარჯა ევროკავშირმა 2014 წლიდან 2018 წლამდე. მინდა, აღვნიშნო, რომ მიკროფინანსური დახმარებისთვის ჩვენ გამოვყოფთ 45 მილიონ ევროს. როგორც პრემიერს დავპირდი, ჩვენ ხელი მოვაწერეთ უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას და 2017 წლის მარტიდან უკვე 253 000 ქართველმა მოახერხა ევროპაში თავისუფალი გადაადგილება და მოგზაურობა. ასევე ჩვენ ვხსნით აქ ევროპულ სკოლას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვისა და ყოველწლიურად იქნება ჩატარებული ასეთი შეხვედრა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. მე თქვენ მიყვარხართ”, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.