ხმების 90 პროცენტის დათვლის შემდეგ, ისრაელში ბენი განცის პარტია „ლურჯი და თეთრი“ იმარჯვებს
ისრაელში ხმების 90 პროცენტის დათვლის შემდეგ ბენი განცის პარტია „ლურჯი და თეთრი“ იმარჯვებს.
ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით ბენი განცის პარტია პარლამენტში 32 ადგილს, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიქუდი“ კი, 31 ადგილს დაიკავებს. ამ მონაცემებით, კოალიციის ფორმირების უფლებას სწორედ პარტია “ლურჯი და თეთრი” მიიღებს.
ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ ჩატარდა, რაც აპრილში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ნეთანიაჰუმ სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება ვერ შეძლო.