ხმების 90 პროცენტის დათვლის შემდეგ, ისრაელში ბენი განცის პარტია „ლურჯი და თეთრი“ იმარჯვებს

15:19, 18.09.2019

ისრაელში ხმების 90 პროცენტის დათვლის შემდეგ ბენი განცის პარტია „ლურჯი და თეთრი“ იმარჯვებს.

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით ბენი განცის პარტია პარლამენტში 32 ადგილს, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიქუდი“ კი, 31 ადგილს დაიკავებს. ამ მონაცემებით, კოალიციის ფორმირების უფლებას სწორედ პარტია “ლურჯი და თეთრი” მიიღებს.

​ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ ჩატარდა, რაც აპრილში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ნეთანიაჰუმ სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება ვერ შეძლო.

მსგავსი