ისრაელში აქციის მონაწილეებმა ახალი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს
ისრაელში აქციის მონაწილეებმა ახალი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს

ისრაელში, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის წინ ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები მთავრობას სთხოვენ არჩევნების დანიშვნას და შეთანხმების დადებას, რომელიც მძევლების გათავისუფლებას ისახავს მიზნად.

„ჩვენ გვინდა, ვიგრძნოთ თავი დაცულად ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დემონსტრანტები ისრაელის მთავრობას არასწორი პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ.

ანტისამთავრობო აქციები ისრაელში, უკვე ერთი კვირაა, უწყვეტად მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თელ ავივში რამდენიმე ლოკაციაზე მართავენ დემონსტრაციებს. გასულ კვირას მათ პროტესტის ნიშნად ერთ-ერთი გზატკეცილიც გადაკეტეს.