ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაპირისპირების გამო, უსაფრთხოების მიზნით, ავიაკომპანიებმა ლიბანში საჰაერო მიმოსვლა შეაჩერეს
ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის მზარდი დაპირისპირების გამო, უსაფრთხოების მიზნით, ავიაკომპანიებმა ლიბანში ფრენები შეაჩერეს.
სააგენტო „პოლიტიკოს“ ცნობით, მათ შორისაა გერმანული „ლუფთჰანზა”, რომელმაც 5 აგვისტომდე ბეირუთში რეისები შეწყვიტა. ასევე საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა შვეიცარიის საერთაშორისო ავიახაზებმა და „ევროვინგსმა“.
ამასთან, გაუქმებულია „თურქიშ ეარლაინსის“, „ეგეოსის ავიახაზების“, „ეთიოპიური“ და „მიდლ ისთ ეარლაინსის“ დღევანდელი ავიარეისები.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკული ავიახაზების ლიბანში დაგეგმილ რეისებში ცვლილებებს ახორციელებენ და გადამისამართება მოხდება.
ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ვითარება სარაკეტო თავდასხმის შედეგად გამწვავდა, რასაც 12 ისრაელელი ბავშვი ემსხვერპლა.