ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაპირისპირების გამო, უსაფრთხოების მიზნით, ავიაკომპანიებმა ლიბანში საჰაერო მიმოსვლა შეაჩერეს

14:50, 29.07.2024

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის მზარდი დაპირისპირების გამო, უსაფრთხოების მიზნით, ავიაკომპანიებმა ლიბანში ფრენები შეაჩერეს.

სააგენტო „პოლიტიკოს“ ცნობით, მათ შორისაა გერმანული „ლუფთჰანზა”, რომელმაც 5 აგვისტომდე ბეირუთში რეისები შეწყვიტა. ასევე საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა შვეიცარიის საერთაშორისო ავიახაზებმა და „ევროვინგსმა“.

ამასთან, გაუქმებულია „თურქიშ ეარლაინსის“, „ეგეოსის ავიახაზების“, „ეთიოპიური“ და „მიდლ ისთ ეარლაინსის“ დღევანდელი ავიარეისები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკული ავიახაზების ლიბანში დაგეგმილ რეისებში ცვლილებებს ახორციელებენ და გადამისამართება მოხდება.

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ვითარება სარაკეტო თავდასხმის შედეგად გამწვავდა, რასაც 12 ისრაელელი ბავშვი ემსხვერპლა.

მსგავსი