ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ახალი სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ახალი სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ახალი სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ეგვიპტისა და გაერო-ს შუამავლობის შედეგად, ღაზას სექტორის მმართველი, რადიკალური მოძრაობა „ჰამასი“ დათანხმდა, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტებსა და ბუშტებში ჩამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გაშვებას შეწყვეტს. საპასუხოდ, ისრაელი შეაჩერებს სანქციებს, რომელიც ბიზნესმენების საქმიანობისა და თევზჭერის ზონების შეზღუდვებს უკავშირდება.

ლიბანურ გაზეთ „ალ-ახბარის“ ინფორმაციით, ეგვიპტის დელეგაციამ „ჰამასს“ ისრაელის მთავრობის გზავნილი გადასცა, რომლითაც მშვიდობის დაბრუნება მოითხოვა.

ისრაელის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა ეგვიპტის დელეგაციას ასევე უთხრეს, რომ თუ „ჰამასი“ სამშვიდობო ინიციატივას არ დათანხმდება, ისრაელი დაჯგუფებას მასშტაბურ დარტყმას მიაყენებს.