ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე განგაშის სიგნალი ჩაირთო. ცნობას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
შესაძლო საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ქალაქ სდეროთში გაისმა, სადაც 20 000 ადამიანი ცხოვრობს. ახლა ისრაელის სამხედრო ძალები მიმდებარე ტერიტორიებს ამოწმებენ.
მოძრაობა „ჰამასის“ მებრძოლების მიერ საზღვრის გადმოკვეთის მცდელობა დღეს დილის საათებშიც დაფიქსირდა. ორმა პალესტინელმა ჯერ საზღვრის გადმოკვეთა სცადა, შემდეგ კი ისრაელელი სამხედროების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
საპასუხოდ, ისრაელის სამხედრო ძალების წარმომადგენლები „ჰამასის“ მებრძოლების სამეთვალყურეო პუნქტს თავს დაესხნენ. დაპირისპირების დროს ორი პალესტინელი რადიკალი დაიღუპა.
ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 30 მარტის შემდეგ გამწვავდა, როდესაც პალესტინელებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე დემონსტრაციები დაიწყეს. ორთვიანი დაპირისპირებების დროს 116 პალესტინელი დაიღუპა, ათასობით კი დაშავდა.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია