ისრაელის თავდაცვის მინისტრი - კრიზისი საბაბი არ არის, ისრაელის ტერიტორიის დაბომბვის გამო, ლიბანი პასუხს აგებს
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა კომენტარი გააკეთა ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე განხორციელებულ სარაკეტო შეტევაზე.
მისი თქმით, ნებისმიერი საფრთხის საპასუხოდ, ისრაელი საკუთარი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს.
„დაბომბვაზე პასუხისმგებელი ლიბანია. სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე სხვა ქვეყანას მისი ტერორისტული საქმიანობის განხორციელების საშუალებას აძლევს. არ დავუშვებთ, ლიბანში არსებულმა სოციალურმა, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა ჩვენს უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას. ნებისმიერი საფრთხის საპასუხოდ, ისრაელი საკუთარი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს, სწორ დროს და სწორ ადგილას. საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებ, იმოქმედოს ლიბანში სტაბილურობის აღსადგენად“, – აღნიშნა განცმა.
ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილის მიმართულებით ორი რაკეტა დღეს ისროლეს.