ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ხან იუნისში ტერორისტული ჯგუფების მიერ კონტროლირებადი 50-ზე მეტი ადგილი დაიბომბა
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში ტერორისტული ჯგუფების მიერ კონტროლირებული 50-ზე მეტი ადგილი დაიბომბა.
ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ, ავიაიერიშების პარალელურად, გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში 98-ე დივიზია შევიდა.
ხან იუნისში ახალ ოპერაციას დივიზიის მე-7 ჯავშანსატანკო ბრიგადა, მედესანტე ბრიგადა და კომანდოს ბრიგადა ახორციელებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ დაბომბა იარაღის საწყობები, სნაიპერების პოზიციები, „ჰამასის“ მიერ გამოყენებული შენობები და გვირაბები.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასი“ ხან იუნისში გადაჯგუფებას ცდილობს.