ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედროები იმოქმედებენ ახლო აღმოსავლეთის ნებისმიერ წერტილში და სრულ მზადყოფნაში არიან ყველა არენაზე მოქმედებისთვის
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედროები იმოქმედებენ ახლო აღმოსავლეთის ნებისმიერ წერტილში და სრულ მზადყოფნაში არიან ყველა არენაზე მოქმედებისთვის

ისრაელის სამხედროები იმოქმედებენ ახლო აღმოსავლეთის ნებისმიერ წერტილში და სრულ მზადყოფნაში არიან ყველა არენაზე მოქმედებისთვის, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ვიყურებით ჩვენს გარშემო, მთელს ახლო აღმოსავლეთში. ისრაელის თავდაცვის ძალები იმოქმედებენ ახლო აღმოსავლეთის ნებისმიერ წერტილში ისრაელის უსაფრთხოების ამოცანების შესასრულებლად. ჩვენ ყველა ასპარეზზე სრული მომზადება გვაქვს“, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სამხედროებმა დააკავეს 330 ძებნილი პალესტინელი მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, მათ შორის 190 „ჰამასთან“ დაკავშირებული ადამიანი.