ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში სკოლაზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 20 ტერორისტი და „ჰამასის“ მაღალჩინოსანია ლიკვიდირებული
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში ერთ-ერთ სკოლაზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 20 ტერორისტი და „ჰამასის“ მაღალჩინოსანია ლიკვიდირებული.
როგორც თავდაცვის ძალებში აცხადებენ, სკოლის სალოცავ ოთახში „ჰამასისა“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ აქტიური სამეთაურო პუნქტი მდებარეობდა.
რაც შეეხება თავდასხმის შედეგად 100-მდე პალესტინელის დაღუპვას, თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ციფრი ღაზის სექტორის სამთავრობო მედიის მიერ არის გაზვიადებული და „არ ემთხვევა თავდაცვის ძალებში არსებულ ინფორმაციას“.