ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის მეთაური - ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებელია ქვეყნის, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორის მიმდებარედ ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ
ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის მეთაური - ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებელია ქვეყნის, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორის მიმდებარედ ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ

ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებელია ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და 7 ოქტომბერს, დილით ღაზის სექტორის მიმდებარედ ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ. ჩვენ შევისწვალით და გამოვიძიებთ, მაგრამ ახლა ომის დროა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ პირველ საჯარო კომენტარში განაცხადა.

ჰერცი ჰალევის თქმით, ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რომ „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ისრაელის მოქალაქეები სახლებში დაბრუნდნენ.

გენერალ-ლეიტენანტის ინფორმაციით, „ჰამასის“ მებრძოლებს ისრაელისა და უცხო ქვეყნების დაახლოებით 200 მოქალაქე ჰყავთ დატყვევებული.