ისრაელის სატანკო დაბომბვას ღაზას სექტორში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ისრაელის სატანკო დაბომბვას ღაზას სექტორში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პალესტინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დაბომბვის შედეგად 27 წლის ფერმერი დაიღუპა, კიდევ ერთი ადამიანი კი დაიჭრა.
ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი გაუხსნეს ეჭვმიტანილებს, რომლებიც სასაზღვრო ღობეს უახლოვდებოდნენ.
ღაზას სექტორის საზღვართან ისრაელის არმიამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.
სასაზღვრო ზონაში ვითარება დაძაბულია, რადგან პალესტინელები ისრაელის საზღვართან ექვსკვირიან საპროტესტო გამოსვლებს გეგმავენ.
პალესტინელები ლტოლვილების დაბრუნებას ითხოვენ იქ, სადაც ისრაელის კონტროლირებული ტერიტორიაა.
პალესტინელებმა საზღვრის გასწვრივ კარვები ხუთ ადგილას უკვე აღმართეს.