ისრაელის სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე უბნის მცხოვრებლებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია და გადავიდნენ დასავლეთით თავშესაფრებისკენ
ისრაელის სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე რამდენიმე უბნის მცხოვრებლებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია და გადავიდნენ დასავლეთით თავშესაფრებისკენ

ისრაელის სამხედროებმა ღაზის ჩრდილოეთით, რამდენიმე უბნის მცხოვრებლებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია და გადავიდნენ ღაზის დასავლეთით მდებარე თავშესაფრებისკენ.

„თქვენ იმყოფებით სახიფათო საბრძოლო ზონაში. „ჰამასი“ ცდილობს, აღადგინოს თავისი შესაძლებლობები ამ მხარეში. სამხედროები იმუშავებენ ექსტრემალური ძალებით ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია გამაფრთხილებელ მიმართვაში.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაახლეს შეტევები ჩრდილოეთ ღაზის მიმართულებით.