ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს ომია და ამ ომში უნდა გავიმარჯვოთ
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს ომია და ამ ომში უნდა გავიმარჯვოთ

ეს ომია და ჩვენ ამ ომში უნდა გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

მისი თქმით, გასული ღამიდან მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ჯენინისა და ტულკარმის ლტოლვილთა ბანაკებში ისრაელის თავდაცვის ძალები „სრული ძალით მოქმედებენ“.

„ამ საფრთხეს უნდა გავუმკლავდეთ იმავე საშუალებებით, რაც ღაზაში ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოვიყენეთ, მათ შორის პალესტინელი მოსახლეობის დროებითი ევაკუაციისა და ნებისმიერი საჭირო ზომების მიღებით. ეს ომია და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ“, – აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ჯენინისა და ტუბასის ახლოს მდებარე ლტოლვილთა ბანაკებში ისრაელის ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა.