ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ პენსს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ პენსს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

„მინდა მადლობა გადაუვახადო დონალდ ტრამპს ისტორიული განცხადებისთვის და ვიცი, რომ თქვენც მხარს უჭერთ მას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ორივეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ისრაელის დედაქალაქში, იერუსალიმში ვიმყოფებით”< – ასე მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იერუსალიმში ვიზიტით მყოფ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს.

თავის მხრივ მაიკ პენსმა განაცხადა , რომ მისთვის დიდი პატივია ისრაელის დედაქალაქში, იერუსალიმში ყოფნა.