ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი არაბი ბედუინის გათავისუფლება შეძლეს
ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი არაბი ბედუინის გათავისუფლება შეძლეს

ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი არაბი ბედუინის გათავისუფლება შეძლეს.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მყოფი 52 წლის კაიდ ფარაჰ ელკადი ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის სადაზვერვო სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს. გათავისუფლებული მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ღაზის სექტორში სხვა ისრაელელი მძევლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ოპერაციის სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა.

52 წლის ელკადი წლების განმავლობაში ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვრის სიახლოვეს მდებარე დასახლებაში, ე.წ. კიბუცში დაცვის სამსახურში მუშაობდა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ 250 ადამიანი აიყვანა მძევლად, მათგან 108 კვლავ ტყვეობაში რჩება.