ისრაელის F-35-ის ტიპის ორმა ავიაგამანადგურებელმა ირანში სადაზვერვო ოპერაცია ჩაატარა
ისრაელის F-35-ის ტიპის ორმა ავიაგამანადგურებელმა ირანში სადაზვერვო ოპერაცია ჩაატარა.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავებმა გადაიფრინეს სირიისა და ერაყის ტერიტორია და ირანის საზღვარი გადაკვეთეს, სადაზვერვო მისია კი ბენდერ-აბასში, ისპაჰანსა და შირაზში განხორციელდა.
გავრცელებული ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა მაღალ სიმაღლეზე ირანის ბირთვულ ობიექტებსაც გადაუფრინეს. ისრაელის ავიაგამანადგურებლები შეუმჩნეველი დარჩა არამხოლოდ სირიისა და ირანის, არამედ სირიაში განთავსებულ რუსეთის რადარებსაც.
მედიასაშუალებები წერენ, რომ საიდუმლო მისია მარტში განხორციელდა, თუმცა ზუსტი თარიღი არ სახელდება.