ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორის დაბომბვა დაიწყო. როგორც ისრაელის არმიის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არის საპასუხო იერიში, რომელიც ისრაელმა მას შემდეგ წამოიწყო, რაც ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტა თელ-ავივში ჩამოვარდა.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის ვაშინგტონში ვიზიტს დროზე ადრე შეწყვეტს და სამშობლოში დაბრუნდება.
„ეს იყო თავდასხმა ისრაელის სახელმწიფოზე, რომელსაც ძალისმიერი გზით ვუპასუხებთ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.