ისრაელის არმიის ტანკებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ორი სამხედრო პოსტი დაბომბეს
ისრაელის არმიის ტანკებმა ღაზის სექტორში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ ორი სამხედრო პოსტი დაბომბეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, არაბული ანკლავიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს, საპასუხოდ კი სატანკო ნაწილმა „ჰამასის“ სამიზნეები გაანადგურა.
ღაზის სექტორიდან ნასროლი რაკეტა დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩავარდა. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ბოლოს, პირველ თებერვალს ისროლეს, რასაც ისრაელის სამხედრო ავიაციის საპასუხო იერიში მოყვა.