ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორიდან ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედრის გადმოსვენების შემდეგ იერუსალიმში საპროტესტო აქცია გაიმართა
ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორიდან ექვსი ისრაელელი მძევლის ცხედრის გადმოსვენების შემდეგ იერუსალიმში საპროტესტო აქცია გაიმართა.
„ჩვენ აღარ გვინდა მეტი დაღუპული მძევალი, ჩვენ გვსურს, ისინი ცოცხლები დააბრუნონ“, – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.
აქციის მონაწილეები ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, დაუყოვნებლივ მიაღწიოს შეთანხმებას, რომლითაც „ჰამასის“ მიერ გატაცებული ისრაელელი მძევლები გათავისუფლდებიან.
როგორც ისინი ამბობენ, ღაზის სექტორში ჯერ კიდევ რჩება 109 ისრაელელი მძევალი. მათ ნაწილს გარდაცვლილად მიიჩნევენ, თუმცა ახლობლებს მათი ცხედრები არ მიუღიათ.
ცნობისთვის, მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ ხან იუნისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ექვსი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს.