ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა ღაზას სექტორის საზღვართან სამი პალესტინელი მოკლეს
ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა ღაზას სექტორის საზღვართან სამი პალესტინელი მოკლეს. პირველ შემთხვევაში, ორმა პალესტინელმა სასაზღვრო უსაფრთხოების ღობის გადაკვეთა სცადა. ერთ-ერთი მათგანი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს, მეორე კი დააკავეს. მეორე ინციდენტის დროს, ორმა პალესტინელმა საზღვრის გადაკვეთა მოახერხა და ისრაელის არმიის ჯარისკაცებს ასაფეთქებელი მოწყობილობებით დაესხნენ თავს. ორივე მათგანი სროლის შედეგად დაიღუპა.
პალესტინელები ე.წ. დაბრუნების მარშს 30 მარტის შემდეგ ატარებენ. დაპირისპირების შედეგად უკვე 50-მდე პალესტინელია მოკლული.