იტალიაში, პალესტინელების მხარდამჭერ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
იტალიაში, პალესტინელების მხარდამჭერ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

პოლიციამ იტალიაში, პალესტინელების მხარდამჭერ აქციაზე დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

დემონსტრაცია ქალაქ ვიჩენცაში, ოქროსა და სამკაულების სავაჭრო გამოფენის ტერიტორიასთან გაიმართა.

როგორც მედია წერს, აქციის მონაწილეები გამოფენაზე ისრაელის პავილიონის განთავსებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მედიის ცნობით, შეტაკებები გამოფენიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მოხდა და ღონისძიებაზე გავლენა არ მოუხდენია.

ვიჩენცას მერმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ „ძალადობას არავითარი გამართლება არ აქვს“.