„ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით, მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა
WASHINGTON, DC - JANUARY 13: Pro-Palestine demonstrators march through the streets during a rally on January 13, 2024 in Washington, DC. Officials are predicting at least 10,000 people will attend to protest the retaliatory actions taken by the Israeli government following the October 7th terrorist attacks by Hamas. (Photo by Samuel Corum/Getty Images)
„ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით, მსოფლიო მასშტაბით აქციები გაიმართა.
დემონსტრაციები გაიმართა ლონდონში, პარიზში, რომში, ბერლინში, მანილასა და კეიპტაუნში.
ლონდონში დემონსტრანტები აპროტესტებდნენ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას.
ბერლინში ისრაელის მხარდამჭერებმა ანტისემიტიზმის ზრდის წინააღმდეგ გამართეს აქცია, სადაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.
პარიზში გამართულ დემონსტრაციაზე აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ეშინიათ რეგიონული ომის.
რომში გამართულ აქციაზე დაახლოებით 6 000 დემონსტრანტი გამოვიდა. აქციის მონაწილეებს ხელში პალესტინისა და ლიბანის დროშები ეჭირათ. რომში გამართულ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციის ცნობით, აქციაზე სულ მცირე, 30 სამართალდამცავი და ოთხი მომიტინგე დაშავდა. დაკავებულია აქციის ხუთი მონაწილე.
შეგახსენებთ, ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმა 2023 წლის 7 ოქტომბერს მოხდა.