ისრაელის არმია - ისრაელის სამხედრო ძალებმა განახორციელეს ლოკალიზებული რეიდები ღაზის სექტორის შიგნით, რათა დაასრულონ ტერიტორიის გაწმენდა ტერორისტებისა და შეიარაღებისგან
ისრაელის არმია აცხადებს, რომ მათმა სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის შეტევები დაიწყეს.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ძალებმა განახორციელეს ლოკალიზებული რეიდები ღაზის სექტორის შიგნით, რათა დაასრულონ ტერიტორიის გაწმენდა ტერორისტებისა და შეიარაღებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, როგორც ისრაელის არმიის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე ოპერაციების დროს ასევე იყო მცდელობები დაკარგული პირების საპოვნელად.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ოპერაციებში ქვეითი და სატანკო ნაწილები მონაწილეობდნენ.