ისრაელ-ღაზას საზღვარზე შეტაკებებს ღაზას სექტორის ორი მცხოვრები ემსხვერპლა
ისრაელ-ღაზას საზღვარზე შეტაკებებს ღაზას სექტორის ორი მცხოვრები ემსხვერპლა

ისრაელ-ღაზას საზღვარზე შეტაკებებს ღაზას სექტორის ორი მცხოვრები ემსხვერპლა.

Times of Israel-ის ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. აქციის მონაწილეები ისრაელის საზღვარს უახლოვდებოდნენ, რა დროსაც მათ ისრაელის არმიამ ცეცხლი გაუხსნა და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ღაზას მოსახლეობა ე.წ. „დაბრუნების მარშს“ აწყობს, რომელიც პალესტინელების ისრაელის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შეშვებას ისახავს მიზნად.

ისრაელის არმიაში ადასტურებენ, რომ ცეცხლი აქციის მთავარ მოთავეებს გაუხსნეს.

ისრაელის ხელისუფლებამ გააფრთხილა აქციის მონაწილეები, არ მიახლოვებოდნენ უსაფრთხოების ღობეს.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პალესტინელებს ისრაელის სუვერენიტეტის დარღვევის საშუალებას არ მისცემენ. სასაზღვრო ზონაში ისრაელმა 100 სნაიპერი განათავსა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უსაფრთხოების ღობესთან მიახლოებისას ნებისმიერი პალესტინელი სიცოცხლეს საფრთხეში ჩაიგდებს, პალესტინელებმა ექვსკვირიანი აქციები გამოაცხადეს და კარვები ხუთ სხვადასხვა ადგილას განათავსეს. აქციები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სწორედ ამ დროს აპირებს აშშ-ი იერუსალიმში საელჩოს გახსნას. მაისის შუა რიცხვებში ასევე აღიშნება ე.წ. „ნაკბა“, იგივე კატასტროფა, რაც 1948 წლის ომის დროს ასი ათასობით პალესტინელის დევნილობას უკავშირდება.