ისრაელ-ღაზას საზღვარზე ფაქტების გამოსაძიებლად გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ კომისია შექმნა
ისრაელ-ღაზას საზღვარზე მომხდარი ტრაგიკული ფაქტების გამოსაძიებლად გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ კომისია შექმნა.
საბჭოს 29 წევრმა სახელმწიფომ კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა, 15-მა კი თავი შეიკავა. კომისიის შექმნის წინააღმდეგ მხოლოდ აშშ და ავსტრია წავიდნენ.
თელ ავივში ამბობენ, რომ ისრაელი გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს, საგამოძიებო კომისიის შექმნა კი რადიკალურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ წაახალისებს.
ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ სასაზღვრო ზონაში პალესტინელების აქციების საპასუხოდ, ისრაელმა არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
ისრაელ-ღაზას საზღვარზე პალესტინელები ე.წ. დაბრუნების მარშს 30 მარტის შემდეგ მართავენ. 14 მაისს მასობრივ აქციაზე ისრაელის სამხედროების სროლის შედეგად 62 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელში აცხადებენ, რომ პალესტინელები საზღვრის გარღვევას ცდილობენ, არმია კი საზღვარს იცავს.