„ისნისა“ და „300 არაგველის“ მეტროსადგურებს შორის მდებარე დამხმარე გვირაბში ტექნიკური ხარვეზი მოხდა
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროპოლიტენის ორ სადგურს შორის მდებარე დამხმარე გვირაბში დღეს ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, რომელიც მალევე აღმოიფხვრა.
„მეტროსადგურების – „ისნისა“ და „300 არაგველის“ სადგურებს შორის მდებარე დამხმარე გვირაბში 12:00 საათისთვის დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, ადგილზე იმყოფებოდა ტექნიკური ჯგუფი, რომელმაც დროულად მოახდინა რეაგირება და ხარვეზის გამოსწორება. მეტროს მოძრაობა არ შეფერხებულა და ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს“, – აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.