ისლანდიის პრეზიდენტი - ქართველი ხალხი გლოვობს შოვში დაღუპულებს, ჩვენი ფიქრები მსხვერპლთან და იმ ადამიანებთანაა, ვინც გლოვობს
ისლანდიის პრეზიდენტი - ქართველი ხალხი გლოვობს შოვში დაღუპულებს, ჩვენი ფიქრები მსხვერპლთან და იმ ადამიანებთანაა, ვინც გლოვობს

მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი გლოვობს შოვში გასულ კვირას ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულებს, მე გულწრფელად ვუსამძიმრებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ისლანდიელი ხალხის სახელით, – ამის შესახებ ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენი ფიქრები მსხვერპლთან და ყველა იმ ადამიანთანაა, ვინც გლოვობს“, – წერს ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი.

ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.