ისლანდიის პრეზიდენტი – ქართველი ხალხი გლოვობს შოვში დაღუპულებს, ჩვენი ფიქრები მსხვერპლთან და იმ ადამიანებთანაა, ვინც გლოვობს
მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი გლოვობს შოვში გასულ კვირას ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულებს, მე გულწრფელად ვუსამძიმრებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ისლანდიელი ხალხის სახელით, – ამის შესახებ ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენი ფიქრები მსხვერპლთან და ყველა იმ ადამიანთანაა, ვინც გლოვობს“, – წერს ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.
As the people of Georgia are mourning the tragic loss of life in last week’s landslides in Shovi, I offer sincere condolences to President @Zourabichvili_S on behalf of the people of Iceland. Our thoughts are with the victims and all those who are grieving.
— President of Iceland (@PresidentISL) August 7, 2023