ისლანდიის პრეზიდენტი - გილოცავთ, იმედი მაქვს, ოდესმე ვეწვევი საქართველოს
ისლანდიის პრეზიდენტი გვიუდნი იოუჰანესონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გულწრფელ მილოცვას ვუგზავნი ისლანდიიდან. იმედი მაქვს, ოდესმე თქვენს ქვეყანას ვეწვევი, გილოცავ საქართველო“, – ნათქვამია მილოცვაში.