ისლანდიის პრეზიდენტი - არასდროს დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც ჩემნაირი თანამდებობის პირი ამბობს ტრიბუნიდან
ჩვენ გვაქვს ცხოვრების ძალიან მაღალი სტანდარტები, ჩვენთან ყოველთვის თბილა და მზეა – არასდროს დაუჯეროთ ყველაფერს, რასაც ჩემნაირი თანამდებობის პირი ამბობს ტრიბუნიდან, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მან რონდელის ფონდის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
„სითბოსა და მზესთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ გუშინ მე ვისიამოვნე საქართველოს სითბოთი, როდესაც ვიმყოფებოდი გადაკვეთის წერტილში, ოძისში, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცნობილია, როგორც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი“, – აღნიშნა გუდნი იოჰანესონმა.