ისლანდიაში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა
ისლანდიაში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა.
დემონსტრანტები ადგილობრივი დროით 08:30 საათზე შეიკრიბნენ. მათი მიზანი მოძრაობის გადაკეტვა და რეიკიავიკში დაგეგმილი მთავრობის სხდომის ჩაშლა იყო. აქციის მონაწილეების მოთხოვნებს შორის იყო ისლანდიის მიერ ისრაელისთვის სავაჭრო შეზღუდვების დაწესება და ქვეყანასთან პოლიტიკური ურთიერთობის გაწყვეტა.
პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ დემონსტრანტების წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ ხელკეტები, „ამიტომ არცერთი დემონსტრანტი არ დაშავებულა“, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, წიწაკის სპრეის გაშვების შემდეგ აქციის 30-მდე მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს.