ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური - სიონისტები ინანებენ „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობას
სიონისტები ინანებენ „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობას, – ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ჰოსეინ სალამიმ განაცხადა.
ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, სიონისტები მიხვდებიან, რომ ჰანიეს მკვლელობით შეცდომა დაუშვეს.
ირანის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გეგმა შეიმუშავა და განახორციელა სიონისტურმა რეჟიმმა, რომელსაც მხარი დაუჭირა აშშ-მა.
გამოძიების თანახმად, ჰანიეს საცხოვრებელს გარედან ესროლეს მოკლე დისტანციის ჭურვი, რომელსაც 7-კილოგრამიანი ქობინი ჰქონდა.