ისანში, პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან საბურავები და ხმელი ბალახი დაიწვა
ისანში, მელაანის ქუჩასთან ახლომდებარე პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან საბურავებს და ხმელ ბალახს ცეცხლი მოეკიდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლოკალიზებულია, დამწვარია 250 კვ მ საბურავები და 500 კვ. მ ბალახი.
ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ისანი სამგორის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსის, ილია გოგიძის განცხადებით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
„ცეცხლის გამომწვევ მიზეზს სათანადო ორგანოები დაადგენენ. ზარალი რაც გვაქვს არის ის, რომ იწვოდა საბურავები და ბალახი. ხანძარი ლოკალიზებული იქნა დროულად. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. მიმდებარე ტერიტორიაზე არის მოსახლეობა, შესაბამისად იყო საფრთხე ცეცხლის გადასვლის. ამ ეტაპზე ეს საფრთხე მოხსნილი“,- განაცხადა გოგიძემ.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.