ადვოკატი ირმა ჭკადუა - ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, შესაბამისად, მტკიცებულებებიც არ არსებობდა
ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილს ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილი უახლოეს მომავალში დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას.
როგორც ირმა ჭკადუამ სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ნიკოლოზ ბასილაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის. ამასთან, ადვოკატს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა ნიკოლოზ ბასილაშვილი.
„მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. მთავარია, რომ მას შეეფარდა გირაო და უახლოეს მომავალში დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. დანაშაულს არ აღიარებს, იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი არ ჩაუდენია.
საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა. ბასილაშვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და მის მტკიცებულებებიც არ არსებობდა. პროკურატურამ რა თქვა, არ მაინტერესებს, ბავშვისა და ბასილაშვილის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, კომენტარს არ ვაკეთებთ. გირაოსთან დაკავშირებით პოზიციას არ გავაჟღერებთ. ბასილაშვილებისგან არ მაქვს უფლება, საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვისაუბრო. არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონია. თუკი ძალადობას ექნებოდა ადგილი, ბუნებრივია, ნიკოლოზ ბასილაშვილიც იქნებოდა დაკავებული. ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონია, ეს აისახა იმაში, რომ ის გათავისუფლდა გირაოთი“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაო
შეეფარდა.