ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი - თევზჭერის საკითხმა შესაძლოა, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაშალოს
თევზჭერის საკითხმა შესაძლოა, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩააგდოს – ამის შესახებ ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიმონ კოვენიმ განაცხადა.
კოვენის თქმით, თევზჭერის უფლებებზე მხარეებს შორის შეუთანხმებლობამ შესაძლოა, ახალ სავაჭრო შეთანხმებას ხელი შეუშალოს, რაც შეშფოთებას იწვევს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის და ევროკავშირის წარმომადგენლები ასევე მსჯელობენ სახელმწიფო დახმარების და შესაძლო სამომავლო დავების გადაწყვეტის საკითხებზე. ევროკავშირის წარმომადგენელი, მიშელ ბარნიე ლონდონში იმყოფება. ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმების მიღწევას ცდილობენ, რადგან 31 დეკემბერს ბრიტანეთს ე.წ. გარდამავალი ვადა ეწურება, რის შემდეგაც ლონდონი ევროგაერთიანებას ოფიციალურად დატოვებს.