ირლანდიაში ყოფნის წესების დარღვევის მიზეზით, საქართველოში ათამდე მოქალაქე ბრუნდება
ირლანდიაში ყოფნის წესების დარღვევის მიზეზით, საქართველოში ათამდე მოქალაქე ბრუნდება. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„ირლანდიიდან შესრულებული ჩარტერული რეისით საქართველოში ბრუნდება საქართველოს ათამდე მოქალაქე, რომლებმაც ირლანდიაში ყოფნის წესები დაარღვიეს.
პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ასაჯაროებს“, – აცხადებენ შსს-ში.