ირლანდია მსოფლიოს მეორე სახელმწიფო გახდა, რომელმაც კლიმატის და ბიომრავალფეროვნების სფეროებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ირლანდია მსოფლიოს მეორე სახელმწიფო გახდა, რომელმაც კლიმატის და ბიომრავალფეროვნების სფეროებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კლიმატის სფეროში ირლანდიის პარლამენტის ანგარიში ქვეყნის მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა კენჭისყრის გარეშე მიიღეს.
გადაწყვეტილებას მიესალმა კლიმატის კომიტეტისა და მწვანეთა პარტიის ხელმძღვანელები. კლიმატის სფეროში საგანგებო მდგომარეობა პირველმა დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა.
პორტუგალიისა და ბულგარეთის შემდეგ, ირლანდია მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც 2018 წელს ნახშირორჟანგის გამოყოფა შეამცირა.