ირკუტსკის ოლქში, სამხედრო აღრიცხვის ოფისში, ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, დაიჭრა სამხედრო კომისარი
რუსეთში, ირკუტსკის ოლქში სამხედრო კომისარ ალექსანდრე ელისეევს ესროლეს. ინფორმაციას რუსული მედია, ირკუტსკის გუბერნატორ იგორ კობზევზე დაყრდნობით ავრცელებს.
იგორ კობზევის განცხადებით, ირკუტსკის ოლქის ქალაქ უსტ-ილიმინსკში ახალგაზრდა მამაკაცმა სამხედრო აღრიცხვის ოფისში ცეცხლი გახსნა. გუბერანტორის თქმით, დაიჭრა სამხედრო კომისარი ალექსანდრე ელისეევი, რომელიც რეანიმაციაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„გავეცი განკარგულება უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ. ყველას ვთხოვ შეინარჩუნონ სიმშვიდე“, – დასძინა გუბერნატორმა.
მედიის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ცნობისთვის, 21 სექტემბრიდან რუსეთში, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.