ირკუტსკის ოლქში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

00:22, 02.07.2019

რუსეთის ირკუტსკის ოლქში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. რეგიონის საგანგებო სამსახურების მონაცემებით, კიდევ 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად 153 დაშავებული საავადმყოფოში იმყოფება.

სტიქიისგან დაზარალებულ რაიონებში სამაშველო ოპერაციაში სამხედროები მონაწილეობენ. ასობით ადამიანი დროებით საევაკუაციო ცენტრებშია გადაყვანილი.

ირკუტსკის ოლქში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებით, დატბორილია ოთხი ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი. სტიქიამ დააზიანა ავტომაგისტრალები და ხიდები. ათასობით ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

მსგავსი