ირკუტსკის ოლქში წყალდიდობის გამო, რუსეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ირკუტსკის ოლქში წყალდიდობის გამო, რუსეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ირკუტსკის ოლქში წყალდიდობის გამო, საგანგებო მდგომარეობა მთელს რუსეთში გამოცხადდა.

„როიტერის“ ცნობით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 29 მილიარდ რუბლს აჭარბებს. დატბორილია დასახლებები, სადაც 33 ათასი ადამიანი ცხოვრობს. წყალდიდობის დროს დაიღუპა 20 ადამიანი, კიდევ 1 200 დაშავდა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განკარგულებას 3 ივლისს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, დატბორილ რაიონებში შესაძლებელი გახდება რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა გაგზავნა. სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად და დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველსაყოფად თანხას სარეზერვო ფონდიდან გამოყოფენ.

სულ დატბორილია 98 დასახლება და 6600-ზე მეტი სახლი. ევაკუირებულია 2000-ზე მეტი მოქალაქე.