ირინა ვერეშჩუკი მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან სასწრაფო ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებას ითხოვს
უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან სასწრაფო ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებას ითხოვს.
ამის შესახებ ვერეშუკმა ტელეგრამ-არხზე დაწერა.
ვერეშუკის მონაცემებით, საწარმოს ტერიტორიაზე ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე და 500-მდე დაჭრილი უკრაინელი სამხედრო იმყოფება.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „აზოვსტალის“ ინდუსტრიული ზონის შტურმის გაუქმების განკარგულება გასცა, თუმცა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ტერიტორიის სრული ბლოკადა დაავალა.