IRI - გამოკითხულთა 79% მიიჩნევს, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ ხუთი თვის განმავლობაში უშეცდომოდ იმუშავა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, მათ მიერ გამოკითხულთა 79% მიიჩნევს, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ ხუთი თვის განმავლობაში უშეცდომოდ იმუშავა.
ამასთან, გამოკითხულთა 7%-ს მიაჩნია, რომ თბილისის მერი არ იჩენს საკმარის ყურადღებას ადამიანების მიმართ, ხოლო 2% მიიჩნევს, რომ კახა კალაძე ვერ აგვარებს თბილისში არსებულ პრობლემებს.
კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს 1 500 მოქალაქე. რესპონდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.