IRI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების რეიტინგში პირველ სამ ადგილს დავით ბაქრაძე, კახა კალაძე და დავით უსუფაშვილი იკავებენ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 57 პროცენტის კეთილგანწყობით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე სარგებლობს, მეორე ადგილზეა თბილისის მერი კახა კალაძე – 49 პროცენტით, მესამეზე კი „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი – 47 პროცენტი.
პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში პროცენტები ასე გადანაწილდა:
გრიგოლ ვაშაძე – 41 პროცენტი, ალექსანდრე ელისაშვილი – 39 პროცენტი, გიორგი გახარია – 39 პროცენტი, შალვა ნათელაშვილი – 39 პროცენტი, გიორგი ვაშაძე – 34 პროცენტი, ნიკა მელია – 34 პროცენტი, ირაკლი ღარიბაშვილი – 33 პროცენტი, ბიძინა ივანიშვილი – 32 პროცენტი, ნინო ბურჯანაძე – 31 პროცენტი, გიგი უგულავა – 31 პროცენტი, მამუკა ხაზარაძე – 29 პროცენტი, ირმა ინაშვილი – 29 პროცენტი, არჩილ თალაკვაძე – 25 პროცენტი, სალომე ზურაბიშვილი – 23 პროცენტი, კახა შარტავა – 19 პროცენტი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 14 პროცენტი, ლევან იოსელიანი – 3 პროცენტი.
კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს.