ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 4 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 4 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. „კოვიდ-19“ ქვეყანაში 4 392 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 230 ინფიცირებული.

შესაბამის ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ირანში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 488 236 შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რიცხვი 27 888-ს შეადგენს. 4 335 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.